ცენტრალურ გერმანიაში სოფლის მაცხოვრებლები მოულოდნელად გახდნენ 6.2 მილიონი ევროს ღირებულების ქონების მფლობელები. როგორც ირკვევა, მაცხვორებლებს ქონება თავისმა მეზობელმა დაუტოვა, რომელიც მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მიიღეს.
რენატ ვედელი ვაიპერფელდენის რაიონში, ცენტრალურ გერმანიაში ცხოვრობდა თავის ქმართან ერთად 1975 წლიდან. ალფრედი, რომელიც ძალზე წარმატებული და აქტიური იყო საფონდო ბირჟაზე, 2014 წელს გარდაიცვალა , ხოლო რენატი კი რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა 2016 წლიდან, 2019 წლის დეკემბერში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2020 წლის აპრილში ცნობილი გახდა სოფლის მაცხოვრებლისთვის რომ რენატმა მთელი თავისი ქონება - აქციათა პაკეტები, ძვირადღირებული ნივთები და საბანკო ანგარიში ანდერძის თანახმად სოფლის მაცხოვრებლებს, თავის მეზობლებს დაუტოვა.
ადგილობრივი მოსახლეების თქმით, მათ უკვე გააჩნიათ კონკრეტული იდეები და გეგმები, რომლის თანახმადაც მათთვის მემკვიდრეობით დატოვებული ფული დაიხარჯება. განიხილება ველო ბილიკების მოწყობა, შენობების გარემონტება და აგრეთვე საბავშვო ბაღის მშენებლობა. აგრეთვე იგეგმება გარეთა საცურაო აუზის, აუცილებელი კეთილმოწყობილობები ადგილობრივი ბავშვებისთვის და საჯარო ტრანსპორტისთვის.

მასალის გამოყენების პირობები






