რუსეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელში გამართული წვეულება ტრაგიკულად დასრულდა მას შემდეგ, რაც მის მონაწილეებს ალკოჰოლი გამოელიათ. 8 ადამიანმა დალია ხელის სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც სპირტს შეიცავს თუმცა აღნიშნული ნივთიერება ფატალური აღმოჩნდა- თითოეული მათგანი მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალნენ.
48 წლის ქალი, რამდენიმე ბავშვის დედა აღმოჩნდა ბოლო, რომელიც გასულ ხუთშაბათს დანებდა სიკვდილს, რაც გამოიწვია ინდუსტრიული ალკოჰოლის დალევამ- მსხვერპლს სადეზინფექციო ხსნარმა შინაგანი ორგანოები დაუწვა.
ზემოხსენებული ქალის ქმარი აღმოჩნდა ერთ-ერთი 27-იდან 69 წლამდე ასაკის იმ 5 მამაკაცს შორის, რომლებიც დაიხოცნენ წვეულებაზე სადეზინფეცქციო ხსნარის მიღების გამო.
წვეულების მეცხე მონაწილე, 32 წლის მამაკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება და ექიმების ვარაუდით, გადაურჩება სიკვდილს, თუმცა იგი დიდი ალბათობით, დაბრმავდება და ვერასოდეს დაინახავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.



მასალის გამოყენების პირობები






