ოლიმპიური საერთაშორისო კომიტეტმა ბელარუსის მოქმედ პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა და აუკრძალა ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება. სანქციათა სიაში მოხვდა აგრეთვე ბელარუსის პრეზიდენტის შვილი, ვიქტორი, რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია.
„საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მსჯელობისა და ფაქტების შედეგად დაასკვნა, რომ ბელარუსის მთავრობამ სპორტსმენებს პოლიტიკური დისკრიმინაცია ვერ აარიდა“ - აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა, ტომას ბახმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ალექსანდრ ლუკაშენკოსა და მის მთავრობაში მყოფ 14 ბელარუს მაღალჩინოსან პოლიტიკოსს სანქციები დაუწესა.
ბელარუსში საპროტესტო აქციები უკვე მეოთხე თვეა უწყვეტად მიმდინარეობს- მოსახლეობა გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს და ლუკაშენკოს მიერ თანამდებობის დატოვებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






