სომხეთის კათალიკოსმა, გარეგინ მეორემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.
„შევხვდით პრემიერ-მინისტრს. მოვუწოდებთ, რომ საზოგადოებაში მზარდია დაძაბულობის ფონი, აგრეთვე შიდა გამოწვევებისა და პრემიერის მიმართ დაბალი საზოგადოებრივი ნდობის შესაბამისად, ჩვენ ფაშინიანს გადადგომისკენ მოვუწოდეთ, იმისათვის რათა არ დავუშვათ მძიმე მოვლენების განვითარება ქვეყანაში“ - აღნიშნა კათალიკოსმა თავის წერილში.
კათალიკოსმა აგრეთვე მოუწოდა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს, რომ გათვალისწინებული იქნეს საზოგადოების დაკვეთა, არჩეულ იქნეს ახალი პრემიერ-მინისტრი და ჩამოყალიბდეს ახალი მთავრობაც.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში დაძაბული ფონი მას შემდეგ შეიქმნა, რაც 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, რომლის თანახმადაც სომხეთის ხელისუფლებამ ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობის ფონზე, 90-იან წლების კონფლიქტში მოპოვებული ტერიტორიების უმრავლესობის ნაწილი დაკარგა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში, ხოლო ნაწილი კი ე.წ კაპიტულაციის აქტით გადასცა აზერბაიჯანს.
მასალის გამოყენების პირობები






