საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით , ბრეიქ დანსი, როგორც ოლიმპიური თამაშის ახალი სახეობსა 2024 წლის სპორტულ ოლიმპიადაზე ოფიციალურად დადასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, სხვადასვხვა ქვეყნების წარმომადგენლებს აღნიშული ინფორმაცია უკვე რამდენიმე დღეა რაც აქვთა და დაიწყეს ეროვნული ნაკრებების ჩამოყალიბება აღნიშნულ სახეობაში.
გადაწყვეტილების განმსაზღვრელ ფაქტორად ასახელებენ ახალგაზრდა აუდიტორიის ამ ცეკვის სახეობით მრავალწლიან დაინტერესებას. ოლიმპიადაში ახლად დამატებულ სპორტის სახეობებშიაა აგრეთვე სკეიტბორდინგი, სერფინგი, და სპორტული ცოცვაც, რომელთა პირველი წარდგენა დიდი აუდიტორიის წინაშე 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე იქნება.
2024 წლის ბრეიქ დანსის პირველი ოლიმპიური შეჯიბრი კი პარიზში , ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილ სპეციალურ სცენაზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






