ტრინიდად და ტობაგოში გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის პროცესია უცნაური ფორმით წარიმართა- დაღუპული მამაკაცის ცხედარი ეკლესიაში კუბოში ჩასვენების ნაცვლად, სკამზე დამჯდარ მდგომარეობაში მიიტანეს.
29 წლის ჩე ლუისი საკუთარ სახლში, ქალაქ დიეგო მარტინში 14 ნოემბერს თავდასხმის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. აღნიშული შემთხვევის დროს დაიღუპა აგრეთვე მამამისიც. სოციალურ ქსელში გავრცელდა დამკრძალავი პროცესიის მეტად უცნაური ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩეს სხეული, რომელიც ე.წ კატაფალკას უნდა მიეტანა ეკლესიაში, კუბოში ჩაწვენის ნაცვლად, ნაჩვენებია სკამზე დამჯდარ მდგომარეობაში. კადრებში ჩანს, თუ როგორ მიჰყავს სკამზე მჯდარი ცხედარი მანქანას ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე. გარდაცვლილი ადამიანის სხეულის გვერდზე კი ვიდეოზე ასახულია ორი მამაკაცი, რომლებიც მის გვერდიგვერდ სხედან და ამაგრებენ ცხედარს, რათა არ ჩამოვარდეს სკამიდან.
დაკრძალვის პროცესიამ ძალზე ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და ონლაინ რეჟიმშიც კი გადაიცემოდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკრძალვის გამოსათხოვებელ პროცესიაზე მოსულ ადამიანთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ წმინდა ჯონის ევანგელისტური ეკლესიის შესასვლელთან ვარდისფერ პიჯაკში, ჰალსტუხსა და თეთრ შარვალში გამოწყობილი ჩეს ცხედარი იყო ის, ვის დაკრძალვაზეც ისინი მივიდნენ.
აღნიშული პროცესიის შემდეგ, მოკლული ჩე და მამამისი წმინდა ჯონის ევანგელისტურ სასაფლაოზე დაკრძალეს. სამართალდამცავთა თქმით, ისინი იმედგაცრუებულნი არიან "დენის" დამკრძალავი ბიუროს მიერ მიღებული უგუნური გადაწყვეტილებით- ჩეს სხეულის დამჯდარ მდგომარეობაში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. მათი თქმით, აღნიშნული ქმედება კანონდარღვევაა, რომელიც დაჯარიმებას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები






