თსუ-სთან აქტივისტები სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სწავლის აღდგენას და სწავლის საფასურის განახევრებას ითხოვენ
საზოგადოება - 17:17, 05 Dec, 2020     1053

ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელმა, სიმბოლურად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქცია-პერფომანსი გამართეს და სტუდენტების ორი მოთხოვნა გაახმოვანეს - კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გაუნახევრდეთ სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წლის სწავლის გადასახადი და სტუდენტებს აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი. ამასთან აქციაზე გაჟღერდა საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსი - უნივერსიტეტში პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების შექმნის მოთხოვნით, „პროგრესის ცენტრი“ უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

„ჩვენ გვინდა ხელისუფლებამდე მივიტანოთ სტუდენტების პრობლემები. Manifest.ge-ზე ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრმა“ გამოაქვეყნა პეტიცია, რომელსაც რამდენიმე დღეში 8 ათასმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. ჩვენი მოთხოვნაა ამ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში გაუნახევრდეთ სტუდენტებს სწავლის გადასახადი და აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი, რომელიც 2020 წელს, პანდემიის პერიოდში შეუჩერდათ. ხელისუფლება ვალდებულია ზრუნავდეს და ხელს უწყობდეს ახალგაზრდების განათლებას,“ - განაცხადა „პროგრესის ცენტრის“ თავმჯდომარემ ელენე ელბაქიძემ.

„პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენლის მაკა ტოხიშვილის თქმით, სტუდენტებისთვის, დღეს უნივერსიტეტში ერთადერთი მმართველი ორგანო სტუდენტური თვითმმართველობაა, რომელიც, როგორც წესი, ხელისუფლებისგანაა მართული, ხოლო სტრუქტურაში სხვა ერთეულების შექმნა კანონით აკრძალულია.

„ჩვენი მოვითხოვთ, რომ უნივერსიტეტებში დაიშვას პოლიტიკური სტრუქტურული ერთეულების შექმნა, როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია, და გაუქმდეს ეს ანტიკონსტიტუციური ჩანაწერი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში. შესაბამისად, მივიღებთ ბუნებრივად პლურალისტურ გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და დემოკრატიზაციას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი, როგორიცაა დემოკრატიული არჩევნები და საქართველოს დამოუკიდებლობა, სწორედ ახალგაზრდების და სტუდენტების დამსახურებაა“ - აღნიშნა მაკა ტოხიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42