17 წლის გოგონას გარდაცვალება კორონავირუსის ინფექციას არ უკავშირდება - თამარ გაბუნია
საზოგადოება - 12:24, 04 Dec, 2020     1026

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე , თამარ გაბუნიამ, 17 წლის გოგოს გარდაცვალებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს შემთხვევა არ უკავშირდება კორონავირუსულ ინფექციას და სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის რეაგირება იყო მყისიერი.

გაბუნიას განმარტებით, დეზინფორმაციის გავრცელება მოსახლეობაში პანიკის გამოწვევას ემსახურება.

„ეს შემთხვევა არ უკავშირდება კორონავირუსულ ინფექციას. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურის რეაგირება იყო მყისიერი და საუბედუროდ, უკვე ლეტალური შემთხვევა იყო დამდგარი, როცა ბინაზე ბრიგადა მივიდა.

შესაფერისი პროცედურა აქვს სიკვდილის მიზეზის დადგენას და ესეც დადგინდება. დეზინფორმაცია ემსახურება იმას, რომ ისედაც დაძაბულ და რთულ პირობებში კიდევ უფრო მეტი პანიკა გამოიწვიოს მოსახლეობაში, რაც არის ძალიან დამაზარალებელი და დანაშაულის ტოლფასი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და პანიკის გარეშე, კოორდინირებულად მივყვეთ იმ პროცედურებს, რომელიც არსებობს, პაციენტების ნაკადები იყოს მართული შესაფერისად , რისთვისაც არის პირველადი ჯანდაცვა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახური და საავადმყოფოს ქსელი. რა თქმა უნდა, არის რთული ამ პაციენტების ნაკადების მართვა, მაგრამ სირთულის მიუხედავად მაქსიმალური მობილიზაციით ეს ხერხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, დეზინფორმაციისგან თავი შევიკავოთ და ჩვენც ყოველთვის ვცდლილობთ, რომ როგორც კი არის ცრუ ინფორმაცია, მაშინვე მოხდეს სათანადო განმარტება,“- განაცხადა გაბუნიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42