არ შეიძლება, რომ ექიმმა ტელეფონს არ უპასუხოს - ამირან გამყრელიძე
COVID-19 - 22:52, 03 Dec, 2020     1279

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მოქალაქეების უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომელის თანახმადაც ექიმები ტელეფონს არ პასუხობენ, განაცხადა, რომ შეიძლება, გადატვირთულობის გამო პირველივე ზარზე არ უპასუხოს, მაგრამ ექიმი აუცილებად უპასუხებს. მისი თქმით, არ შეიძლება, რომ ოჯახის ექიმმა პაციენტების ზარებს არ უპასუხოს.

გამყრელიძემ განმარტა, რომ თუ პირმა არ იცის ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი, მაშინ არსებობს ვებ-გვერდი, სადაც პირადი ნომრით შესაძლებელია მოძებნოს კლინიკა, სადაც რეგისტრირებულია.

"მე არ მგონია, რომ დღეს ექიმმა ტელეფონი არ აიღოს. მე თითქმის, ყველა ზარს ვპასუხობ. თუ არ ვპასუხობ, „სმს“-ს აუცილებლად ვუგზავნი, რომ მომწერეთ, გადმოგირეკავთ. დღეს, ქვეყანაში, ამ ძალიან რთულ პერიოდში ექიმები, ჩემი კოლეგები ყველაზე დასაფასებელი ადამიანები არიან. დღეს 8000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული. დაგვეღუპა რამდენიმე კოლეგა.

არ შეიძლება, რომ ექიმმა არ უპასუხოს. თუ პირმა არ იცის ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი, მაშინ არსებობს ვებ-გვერდი, სადაც შედიხარ და პირადი ნომრით შეგიძლია მოძებნო კლინიკა, სადაც ხარ რეგისტრირებული. თუ არცერთი არ პასუხობს, მაშინ არსებობს 112-ი; 1505 ცხელი ხაზი; 116001 , სადაც სპეციფიური კითხვები შემოდის, 144 - რომელთა საშუალებითაც ოჯახის ექიმთან კავშირია. მესმის, რომ გადატვირთულობის გამო პირველივე ზარზე არ უპასუხოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ექიმი აუცილებად უპასუხებს“,- განაცხადა გამყრელიძემ გადაცემა "360 გრადუსში".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42