დეპორტირებულების საქმის აღსრულებაში მცირე წინსვლა შეინიშნება - იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება - 18:07, 03 Dec, 2020     1074

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2020 წლის დეკემბრის სხდომაზე ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შუალედური რეზოლუცია მიიღო, რაც მოპასუხე მთავრობის მიერ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში პროცედურების დასაწყებად პირველ პროცედურულ ნაბიჯს წარმოადგენს.

შუალედურ რეზოლუციაში ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რომელთა მიხედვითაც, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს მთავრობას, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10,000,000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა საქართველოს, სულ ცოტა, 1,500-მა მოქალაქემ.

კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რუსეთი დღემდე არ ასრულებს სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდის უპირობო ვალდებულებას.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქმის აღსრულების პროცესში შეინიშნება მცირე წინსვლა. კერძოდ, წინა სხდომებისგან განსხვავებით, რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად ჩაერთო კონსულტაციებში, რათა კომპენსაციის გადასახდელად ისარგებლოს ევროპის საბჭოს შუამავლობით.

მინისტრთა კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხზე ევროპის საბჭოს სამდივნოს შუამავლობით მხარეთა შორის დაწყებულ კონსულტაციებზე და მკაცრად მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, შემდგომი დაყოვნების გარეშე დაასრულოს კონსულტაციები. კერძოდ, შუალედური რეზოლუციის მიხედვით, რუსეთის მთავრობამ 2021 წლის 1-ლ თებერვლამდე უნდა დაასრულოს ხსენებული კონსულტაციები კონკრეტული შედეგით. აღნიშნულ ვადაში კონკრეტული შედეგის არარსებობის შემთხვევაში, საქმის განხილვა გაიმართება უახლოეს სხდომაზე (2021 წლის მარტში) და მინისტრთა კომიტეტი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქმის აღსასრულებლად.

ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ზედამხედველობს აღნიშნული საქმის აღსრულებას, გადაწყვეტილებები 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 3-5 დეკემბერსა და 2020 წლის 3-5 მარტს, 1-3 სექტემბერს და 29 სექტემბერი-1 ოქტომბერს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42