აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღის მეორე ომის განმავლობაში მიღებულ დანაკარგებზე გააკეთეს კომენტარი. 43 დღიან ბრძოლაში, რომელიც 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 9 ნოემბერს დამთავრდა, 2783 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 100-ზე მეტი მათგანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.
სომხური მხარის ინფორმაციით, კი მათი დანაკარგები ოფიციალურად 2425 ადამიანს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ მონაცემებს არ დამატებია აზერბაიჯანული მხარის მიერ სომხებისთვის გადაცემული 600-მდე ცხედარი, რომლებიც ქალაქ შუშასა და სხვა დასახლებულ პუნქტებში იქნენ აღმოჩენილი მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა და სომხეთმა ე.წ კაპიტულაცია გამოაცხადა.
აზერბაიჯანის მხარეს აგრეთვე დაიღუპა 93 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა გარდაცვალება უმრავლეს შემთხვევაში სომხეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს მოჰყვა კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ბარდასა და განჯაზე.
სომხეთის თქმით, კი მათგან 54 მშვიდობიანი ადამიანი შეეწრია ყარაბაღის მეორე ომს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება აღნიშნავს, რომ 1245 სამხედრო ამ დრომდე გადის მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
მასალის გამოყენების პირობები






