როდის დაიწყება კორონავირუსის ვაქცინაცია საქართველოში?
COVID-19 - 15:40, 03 Dec, 2020     1335
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, დაახლოებით, გაზაფხულის დასაწყისში შემოვა და მისი რაოდენობა 700 ათასი ადამიანისთის იქნება განსაზღვრული. გამყრელიძის განმარტებით, მოსახლეობას უფასოდ შეეძლება ვაქცინის მიღება.

"გათვალისწინებულია, რომ 2021 წელს მაქსიმალურად უნდა მოხდეს მსოფლიოს მოსახლეობის ვაქცინაცია, რომ დასრულდეს კოვიდპანდემია მსოფლიოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის და რაც შეიძლება დროულად მოვახდინოთ მოსახლეობის ვაქცინაცია დაწყება საქართველოში. Covax-თან უკვე აქვს გაფორმებული კონტრაქტი 1 400 000 დოზა ვაქცინის მიღებაზე, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რომელი წარმოების ვაქცინას მივიღებთ, იქნება ეს ბრიტანული, ამერიკული, იტალიური, გერმანული, თუ სხვა. როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მათი გამოყენების უფლებას მისცემს, საქართველო შეიძენს შესაბამის ვაქცინას.

ვაქცინის მისაღებად პირველი შენატანი უკვე გადარიცხულია და ეს, დაახლოებით, 4 მილიონი დოლარია.შესაბამისად, 1 400 000 დოზისთვის გამოყოფილია 17 მილიონი დოლარი, რომელიც ქვეყანამ უნდა გადაიხადოს ამ ვაქცინის ან ვაქცინების შესაძენად. რა თქმა უნდა ეს მოსახლეობისთვის იქნება უფასო. 1 400 000 დოზა ეს არის დაახლოებით 700 000 ადამიანის აცრა. ვაქცინა კეთდება 3-4 კვირის შუალედით, ორჯერ. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაქცინაცია დაიწყება მარტ-აპრილში. პარალელურად საქართველო მუშაობს დიდ მწარმოებლებთან და ასევე რამდენიმე დიდ სახელმწიფოსთან, რომ შესაძლებელი გახდეს, რომ ვაქცინების უფრო ადრე მიღება მოხდეს, ვიდრე Covax-ი მოგვაწვდის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42