კლინიკის ექიმი ამბობს, რომ გარდაცვლილს კოვიდი პირველივე ტესტზე დაუდასტურდა და ასევე აღმოაჩნდა შაქრიანი დიაბეტი.
კლინიკა უარყოფს ფაქტს, რომ დაღუპულს საძილე მედიკამენტებს უკეთებდნენ.
"მოთავსდა ცხელების კლინიკაში, პაციენტის მდგომარეობა იყო საყურადღებო, იყო ჭარბი წონის, თავად არ ჰქონდა ინფორმაცია რაიმე ქრონიკული დაავადების შესახებ, არანაირი დამაძინებელი საშუალება არ სჭირდებოდა, სახეზე იყო ორმხრივი პნევმონია, ხოლო იმის შესახებ, რომ თითქოს წყალს არ აწვდიდნენ პაციენტს, მე კომენტარს არ გავაკეთებ, იმდენად არასერიოზული ბრალდებაა"- აცხადებს კლინიკური დირექტორი.
გარდაცვლილი გოგოს ოჯახი ამბპბს, რომ პაციენტს დიაბეტი არასდროს აწუხებდა:
"24 წლის განმავლობაში არასდროს შეუწუხებია შაქარს ნინო და თუ ჰქონდა და აღმოაჩნდა, საავადმყოფო იყო ვალდებული, რომ ამის შესახებ ჩვენთვის ეცნობებინა, არც იმაზე დაურეკავთ, რომ რეანიმაციაში გადაიყვანეს, შაქარი რომ ჰქონია, ამის შესახებ გარდაცვალების წინადღეს გავიგეთ", - ამბობს მარიამ გულიკაშვილი, გარდაცვლილის ნათესავი.
ოჯახში ამბობენ, რომ ახალგაზრდა კლინიკაში დაბალი სიცხით გადაიყვანეს. ნინოს კი კოვიდი მხოლოდ მესამე ტესტის შემდეგ დაუდასტურდა.
გარდაცვლილის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით, სავარაუდოდ, საავადმყოფოში დაინფიცირდა.
მასალის გამოყენების პირობები






