"თბილისი ენერჯიმ" კომერციული გაზი გააძვირა - გაიზრდება თუ არა მოსახლეობისთვის გათვალისწინებული ტარიფიც?
საზოგადოება - 14:31, 03 Dec, 2020     1280
"თბილისი ენერჯიმ" კომერციული გაზი 24 თეთრით გააძვირა. ახლა ბუნებრივი აირი 1 ლარი და 10 თეთრი ღირს. გაძვირებული ტარიფი არ შეეხება პურის საცხობებს.

„თბილისი ენერჯის“ განმარტებით, ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდის მიზეზი ლარის კურსის გაუფასურებაა, რის გამოც თავადაც გაეზარდა გაზის შესყიდვის გადასახადი:

"ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით.

დღეისათვის შპს „თბილისი ენერჯის“ უჭირს მოწოდებული ბუნებრივი გაზის შესასყიდად საკმარისი ფინანსური სახსრების აკუმულირება, რაც ცხადია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არა მხოლოდ რეალურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა უწყვეტ გაზმომარაგებას, არამედ საფრთხეს უქმნის კომპანიის ნორმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.

იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება,”- ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ „თბილისი ენერჯი“ თავადაც დოლარში შეისყიდის გაზს და ლარის კურსის ვარდნასთან ერთად მასაც უწევს ტარიფის გაზრდა, კომერციული სექტორის აზრით, მისი მონოპოლისტური მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ ეს ახსნა საკმარისი არაა და გაძვირების ფაქტი უფრო მეტ კონკრეტიკას საჭიროებს.

კომერციული სექტორის გარდა, გაზის ტარიფის გაძვირება მოულოდნელი აღმოჩნდა ეკონოიკის მინისტრისთვისაც. ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა აუცილებლად მოიკვლევს, რატომ მოხდა ტარიფის გზარდა. მისივე თქმით, მოსახლეობას ბუნებრივ აირზე დაწესებული გადასახადი არ გაუძვირდება:

“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გაზის ნაწილში მოსახლეობის მიმართულებით არ ველოდებით გაძვირებას და ტარიფი გაზზე არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციულ ფასებს, როგორ გაყიდის კომერციულ სექტორზე თბილისი ენერჯი გაზს, ეს არ არის რეგულირებადი და ეს მათი ბიზნესის ნაწილია, თუმცა, ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით. მართლაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ, ეს არის თბილისის უწყვეტი მომარაგება უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით. აუცილებლად შევხვდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით რამდენად დასაბუთებულია მათი გეგმები და რამდენად ეყრდნობა ეს რეალურ გარემოებებს და რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა ის შიდა რესურსი და რამდენად აუცილებელი არის ახლა, საკმაოდ რთულ ვითარებაში კომერციული გაზის ფასების გადახედვა. ჩვენ ამაზე მათთან გვექნება კომუნიკაცია,”- განაცხადა თურნავამ.

მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი აირის ტარიფს სემეკი სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ადგენს, თურნავა დარწმუნებით აცხადებს, რომ მოსახლეობისთვის გათვალისწინებული ტარიფი არ გადაიხედება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42