რა უჯდება სახელმწიფოს ჰოსპიტალში მოთავსებული ერთი კოვიდინფიცირებულის მკურნალობა?
COVID-19 - 13:53, 03 Dec, 2020     2209
კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც მკურნალობას კლინიკაში გადის, სახელმწიფოს საშუალოდ 2 000 ლარი უჯდება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ეს თანხა არ მოიცავს იმ ხარჯებს, რომელიც სამედიცინო ინვენტარის მომზადებასა და მედპერსონალის ტრენინგისთვისაა გამოყოფილი. გაბუნიას თქმით, რიგ შემთხვევაში უფრო ნაკლები, ზოგჯერ კი მეტი ჯდება, ეს პაციენტის სიმძიმეზეა დამოკიდებული, თუმცა „უხეში გათვლით“, საშუალო ნიშნული ასე გამოიყურება:

„სახელმწიფოს ინფიცირების ერთი შემთხვევის მართვა, რაშიც ჰოსპიტალურ მართვას ვგულისხმობ, დაახლოებით 2 000 ლარი უჯდება, მაგრამ ეს არის ძალიან უხეში გათვლა, რადგან რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 1 000 ლარი და მეტი და რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 500 ლარი.

საშუალო შეფასებისთვის ვიყენებთ 2 000-ლარიან ნიშნულს. ეს არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, რომელიც გაწეულ იქნა და კიდევ უნდა იქნას გაწეული ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისთვის, პერსონალის ტრენინგისთვის, ანუ სისტემის მომზადებისთვის საინვესტიციო ხარჯი - ეს ცალკეა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თავად ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რამდენიმე კვირის წინ ერთ პაციენტზე სამკურნალო კონკრეტულ თანხას მიახლოებითაც ვერ ასახელებდა და აღნიშნავდა, რომ თითოეული ინფიცირებული ინდივიდუალურ მკურნალობასა და შესაბამისად, ინდივიდუალურ ხარჯებს საჭიროებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42