გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა უჩვეულო განცხადება გააკეთა, რა დროსაც აღნიშნა, რომ ევროპისთვის ბაიდენთან ურთიერთობა და კონკრეტული საკითხების განხილვა უფრო კომფორტული იქნება, ვიდრე ეს ტრამპის შემთხვევაში იყო. მისი განცხადებით, ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება ევროპისთვის არის სასიხარულო ამბავი. ამის შესახებ ინფორმაცია RIA ავრცელებს.
მას მიაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შესუსტება შემცირდება. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკელებთან შეძლებენ ევროპის სახელმწიფოები, რომ სადავო საკითხებზე ისე იმსჯელონ, რომ ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ.
შტაინმაიერის აზრით, ნატოს ერთიანობა და სტრუქტურა ტრამპის მომდევნო 4 წლიანი პრეზიდენტობის პერიოდს უბრალოდ ვერ გაუძლებდა.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა არჩევნები ჯო ბაიდენთან უკვე ოფიციალურად წააგო- საარჩევნო კოლეგიაში ბაიდენს 306 ხმა აქვს, ხოლო ტრამპს კი 232.
მასალის გამოყენების პირობები






