"აგერ მომიყვანეს მკვდარი, შვილო... იმის ნაცვლად რომ ყურადღება მიექციათ, დააძინეს" - 24 წლის გოგოს გარდაცვალებაში ოჯახი სრულ პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებ
COVID-19 - 11:33, 03 Dec, 2020     1802

კორონავირუსით დაღუპული 24 წლის ნინო გულიკაშვილის ოჯახის ვარაუდით, მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეყვანილი ნინო გულიკაშვილი COVID19-ით სწორედ კლინიკაში დაინფიცირდა, რადგან ტესტის დადებითი პასუხი მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ დაუდგინდა.

ცნობილი ხდება, რომ ვირუსს მედიკოსები მხოლოდ დამამშვიდებელი პრეპარატებით ებრძოდნენ, გოგონა კი ოჯახის წევრებს ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა, სადაც შველას ითხოვდა.

გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ნინო ოჯახს წერდა, რომ წყალსაც არ აძლევდნენ.

ოჯახი სრულ პასუხისმგებლობას ექიმებს აკისრებს და ამბობს, რომ ნინო მოკლეს. ოჯახის წევრებმა მცხეთის კლინიკაში ავადმყოფი თავად გადაიყვანეს, გამოძახებული სასწრაფო კი გზაში დაეწიათ.

"ჩვენ თვითონ წავიყვანეთ, თემქაზე დაგვეწია სასწრაფო, მერე სასწრაფოთი გადაიყვანეს, დილაზე დაგირეკავო და ვეღარ დამირეკა, აგერ მომიყვანეს მკვდარი, შვილო... იმის ნაცვლად, რომ ყურადღება მიექციათ, დააძინეს", - ამბობს გარდაცვლილის დედა.

ოჯახის ვარაუდით, არასათანადო პრეპარატების გამოყენებამ ნინო გულიკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა და მას ფილტვები გაეთიშა. კლინიკაში ბრალდებებს უარყოფენ და ამბობენ, რომ გოგონას შაქრიანი დიაბეტი აღმოაჩნდა, რაც თავადაც არ იცოდა, ამ დაავადებას კი, ექიმის თქმით, მსგავსი გართულებები ახასიათებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42