მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, ბებია გარდაეცვალა.
„სამწუხაროდ, მინდა პირადი განცხადება გავაკეთო ჩემს ოჯახთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ მან მთვრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„არ შემიძლია ეს ფაქტი გამოხმაურების გარეშე დავტოვო. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი რთული ვითარებაა და ყველა ვხვდებით, რომ განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ჯანდაცვის სამინისტრო იმყოფება.
ამის ფონზე ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რაც ნამდვილად არასწორია.
ვიაზრებ, რომ მე ვარ საჯარო პირი და ჩემს მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა უნდა იყოს პასუხგაცემული, მაგრამ როდესაც ეს ეხება ჩემს ოჯახის წევრებს და შვილებს, მიმაჩნია, რომ ეს არის დასაგმობი და დაუშვებელი.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ზეწოლა ჩემს ოჯახზე დღესაც მიმდინარეობს და მათ აქვთ საკმაოდ რთული დღე, ვინაიდან გარდაცვლილია ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი წევრი. მიუხედავად ამისა ჟურნალისტები არ ერიდებიან ოჯახის ამ მდგომარეობას და კვლავ აგრძელებენ მორალურ ზეწოლას.
არ ვეხმაურები არცერთ სიუჟეტს, რომელიც გავრცელდა, ვინაიდან პატივს ვცემ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას. საჭიროების შემთხვევაში ყველა კითხვას გაეცემა შესაფერისი პასუხი, მაგრამ ის რაც დღეს მიმდინარეობს, ეს საზოგადოებისგან დასაგმობია. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას შესაბამის პასუხს გასცემს“ , - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






