ბოლო მოდელის Iphone მეუფე ნიკოლოზისთვის - სასულიერო პირს IPhone 12 Pro უკვე გადასცეს
საზოგადოება - 13:54, 02 Dec, 2020     1430

მეუფე ნიკოლოზს მაღაზია “აისთაილმა“ iPhone 12 Pro Max საჩუქრად გადასცა.

მეუფემ iPhone 12 Pro Max-ზე უარი თქვა, რადგან "დიდი და მოუხერხებელია" და iPhone 12 Pro აიღო.

რაც შეეხება მის ამჟამინდელ iPhone 11 Pro-ს, მისი თქმით, ამასაც იტოვებს.

მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ ტელეფონი ფილმების გადასაღებად სჭირდება. მან iPhone 10-ით ფილმი გადაიღო, რომელიც კინოთეატრ ამირანში აჩვენეს და შემდეგი iPhone-ც ამის გამო აჩუქეს.

"iPhone X-ით გადავიღე ფილმი, სამი დღე ვიღებდი, 2-საათიანია და თვითონ ამ ტელეფონში დავამონტაჟე. 10 თებერვალს, პანდემიამდე კინოთეატრ ამირანში ახლობლები დავპატიჟე, 650 ადამიანი დიდ ეკრანზე უყურება ამ ფილმს. იმის თქმა მინდა, რომ iPhone X-ით გადაღებული ფილმი დიდ ეკრანზე შეიძლებოდა ენახა ადამიანს, ისეთი ხარისხი იყო. ლინზების და დამატებით რაღაცების გამოყენება დამჭირდა, iPhone 11 Pro-ს და 12 Pro-საც სამი კამერა აქვს და ეს იმას ნიშნავს, რომ გაშლის კუთხე აქვს სხვა და სულ სხვა შესაძლებლობები აქვს. ეს ტელეფონი და 11 Pro იმისთვის მჭირდება, რომ ბევრი მასალა გადავიღო და გავახარო ხალხი.

iPhone ჩემი შინაგანი მოწყობისთვის მოსახერხებელი ტელეფონია, სხვა ტელეფონს ვერ ვიგებ, ამაზე ინსტრუქციები არ მჭირდება, სხვაზე მჭირდება", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა “TV პირველის“ ეთერში.

შეგახსნებთ, რომ მეუფე ნიკოლოზმა iPhone-ს შესახებ რამდენიმე თვის წინ დაიწყო საუბარი, მისი თქმით, ტელეფონი ჟურნალისტებისგან თავდაცვის მიზნით უნდა. მეუფემ აღნიშნა, რომ ბოლო მოდელის ტელეფონი არ აქვს, რადგან უკვე 12 გამოვიდა, ამის შემდეგ მაღაზია "აისთაილმა" მისთვის ბოლო მოდელის iPhone-ს ჩუქების სურვილი გამოთქვა და დღეს უკვე ოფიციალურად გადასცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42