გაერთიანებული სამეფო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად დაამტკიცა კოროანვირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა ფართო მოხმარებისთვის. ბრიტანეთის მედიცინისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს თქმით, ვაქცინა, რომელმაც ვირუსის წინააღმდეგ 95 %-იანი დაცვა გამოავლინა, მომავალი კვირიდან ჩაეშვება ფართო მოხმარებაში. ამის შესახებ წერს BBC.
მომვლელთა სახლებში, რისკ ჯგუფში მყოფი ხანდაზმული ადამიანებისთვის უახლოეს დღეებში დაიწყება იმუნიზაციის პროგრამა. გაერთიანებულმა სამეფომ უკვე შეუკვეთა ვაქცინის 40 მილიონი დოზა, რაც ორი აცრის მიღების ფონზე 20 მილიონი ადამიანისთვისაა საკმარისი. უახლოეს დღეებში ქვეყანაში შემოვა ვაქცინის 800 000 დოზა. აღნიშნული ფაქტი უპრეცედენტოა იმ მხრივ, რომ ვაქცინის დამზადებიან უჩვეულოდ სწრაფად მოხდება მისი აქტიური გამოყენება და იმუნიზაციის პროცესი მოსახლეობაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთში უკვე 50-ზე მეტი საავადმყოფო და
ვაქცინაციის ცენტრი მზადაა და ელოდება ვაქცინების მიღებას, რათა დაიწყონ აქტიური გამოყენება მოსახლეობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






