საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებლებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რუსულ ვაქცინაზე საუბარი არ არის - იმნაძე
COVID-19 - 23:05, 01 Dec, 2020     1562

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებლებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს .

იმნაძე ასევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრეგორი კარასინის განცხადებას, რომლის მიხედვით რუსეთი ახლა ასრულებს ვაქცინაზე მუშაობას და თუ ქართული მხარე დაინტერესდება, ვაქცინის განაწილებისთვის მზად არიან და განმარტა, რომ საქართველომ გადაიხადა დამატებითი თანხა იმისთვის, რომ ვაქცინის პლატფორმაზე ჩვენთვის სასურველი ვაქცინის არჩევა შეგვეძლოს და რუსულ ვაქცინაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის.

"საქართველოში შემოსული ყველა ვაქცინა აქამდეც და ამის შემდეგაც უნდა იყოს ჯანმრთლობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცრებული, იგივე ეხება კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასაც. ჩვენ ვართ კოვიდის პლატფორმაზე, გარდა ამისა მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები გარკვეულ მწარმოებლებთან, იგივე ევროპულ თუ ამერიკულ მწარმოებლებთან, რომ კოვიდის პლატფორმის გარეშეც ქვეყანამ მიიღოს ვაქცინა.

საქართველომ გადაიხადა დამატებითი თანხა ვაქცინის პლატფორმაზე იმისათვის, რომ შეგვეძლოს ვაქცინის არჩევა. განსხვავება არის მათ დისტრიბუციაში, ერთს -70 გრადუსი სჭირდება, მეორეს -20 და მესამეს ჩვეულებრივი „ცივი ჯაჭვი“. „ცივი ჯაჭვი“ საქართველოში ძალიან კარგად გვაქვს აწყობილი და პრობლემას არ წარმოადგენს -20 - იანი მაცივრებიც ყველა რაიონის დონეზეა.

რაც შეეხება -70 გრადუსს, დაავადების კონტროლის ცენტრში გვაქვს ამის შესაძლებლობა და მიმიდინარეობს მუშაობა, რომ რეგიონულ დონეზეც შესაძლებელი გახდეს 70 - გრადუსიანი „ცივი“ ჯაჭვის მოწყობა.

გამომდინარე აქედან, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, გეგმა მზად არის და ველოდებით ჩვენთვის მისაღები, რომელი ვაქცინა გამოჩნდება. ჯერჯერობით რუსულ ვაქცინაზე საუბარი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ გადაცემაში "360 გრადუსი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42