19 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების ამბავს კლინიკური აუდიტის ჯგუფი შეისწავლის - გაბუნია
საზოგადოება - 20:50, 01 Dec, 2020     1210

"კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის გოგოს საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური აუდიტის ჯგუფი უმოკლეს ვადაში შეისწავლის", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოათავსეს თანმდევი დაავადების გათვალისწინებით 19 წლის ინფიცირებული კოვიდსასტუმროს ნაცვლად ჰოსპიტალში, თამარ გაბუნია პასუხობს, რომ თანმდევი დაავადებების შემთხვევაში, მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას ოჯახის ექიმი იღებს, პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვებით.

"ზოგადად, სამინისტროს პროტოკოლი ითვალისწინებს თანხმლები დაავადებების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება მისი მართვა მოხერხდეს კოვისასტუმროში, იმ დაშვებით, რომ კლინიკური გამოკვლევები მას ჩაუტარდება კოვიდასასტუმროდანაც.

რამდენადაც მე ვიცი, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ექიმის შეფასებით ჩაითვალა, რომ მდგომარეობა იყო სტაბილური და საწყის ეტაპზე, პაციენტს მიეცა რეკომენდაცია კოვიდსასტუმროში მკურნალობის და მაშინვე მოხდა მისი გაყვანა კვლევებისთვის, დამატებით სიმძიმის შეფასების მიზნით", - ამბობს გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით 19 წლის გოგო 29 ნოემბერს გარდაიცვალა, მას თანმდევი დაავადება - დიაბეტი სჭირდა, რამაც, გერმანული ჰოსპიტალის ექიმების თქმით, ლეტალური შედეგი გამოიწვია. პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, ჯანმრთელობის დამძიმების შემდეგ კი იგი გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც 3 დღიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42