საპროექტო დოკუმენტაცია საბჭოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების სექციაზე უახლოეს დღეებში შეთანხმდება. გადახურვას ისევ "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" და მისი კონტრაქტორი კომპანია "იკორთა 2007" განახრორციელებს, სამუშაოების მესამე ეტაპი წინასწარი პროგნოზით, 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.
გელათის გუმბათის ყელის ძირის ნიშნული, ეკვდერები, საკურთხეველი, პასტოფორიუმები, კარიბჭეები და ნართექსი წინა ორი ეტაპის ფარგლებში თუნუქის ფილებით უკვე გადახურეს.
"პარალელურად, ახლო მომავალში გელათის სამონასტრო კომპლექსში სპეციალისტები ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად შესყიდული გარემოპირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემის წინასწარ განსაზღვრულ არეალებზე ინსტალაციის პროცესს დაიწყებენ. ტენიანობისა და ტემპერატურის მონიტორინგის სენსორების მეშვეობით, განისაზღვრება მაკროკლიმატის (ტაძრის გარეთ არსებული გარემოს) გავლენა მიკროკლიმატზე (ტაძრის შიდა სივრცეზე) და მათი შესაძლო გავლენა კედლის მხატვრობის მდომარეობაზე", - წერია სააგენტოს განცხადებაში.
გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა მის ქვედა რეგისტრებზე მოწყობილი წუნდებული კრამიტის თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად ჩანაცვლებამდე შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები






