ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მეთაური სირია-ერაყის საზღვართან საჰაერო იერიშის შედეგად იქნა მოკლული . ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. აღნიშნულ თავდასხმასთან დაკავშირებით, არ გაცხადებულა ინფორმაცია არც ერთი პასუხისმგებელი მხარის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, საჰაერო იერიშის შედეგად მეთაური და მისი დაცვის 3 პირი იქნა მოკლული სირიის აღმოსავლეთით, დეირ-ეზ ზორის პროვინციაში.
შეტევა განხორციელდა ირანელი მაღლჩინოსანი ბირთვული ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობიდან სამი დღის თავზე. შეგახსენებთ, რომ დეირ-ეზ ზორი ირანსა და ლიბანს შორის დამაკავშირებელი მთავარი ზონაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადის აგრეთვე მთავარი სავაჭრო გზები ერაყსა და იორდანიას შორის.
რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედროების ძალისხმევით ბაშარ ალ ასადმა 2017 წლის ნოემბერში დაიბრუნა კონტროლი დეირ-ეზ ზორზე, საიდანაც განდევნილნი და განეიტრალებულნი იქნეს ISIS-ის მებრძოლები.
მასალის გამოყენების პირობები






