აზერბაიჯანის არმიის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ- ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ოფიციალურ გვერდზე ატვირთულია აგრეთვე ვიდეოც, სადაც ასახულია სამხედრო ტექნიკის შესვლი მომენტი ზემოხსენებულ ტერიტორიაზე. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ეს სამიდან ერთ-ერთი ბოლო რაიონია, რომელიც უნდა დაიკავოს ოფიციალურმა ბაქომ მთიან ყარაბაღში.
„სამმხრივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ხელი აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს, პირველ დეკემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ლაჩინის რაიონში შევიდნენ“ - ამის შესახებ აღნიშნა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს ყარაბაღის მეორე ომი დასრულდა, რომელსაც უწოდეს აზერბაიჯანის გამარჯვება და სომხეთის ე.წ კაპიტულაცია, რის ფონზეც გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მხარეები კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ- ოფიციალურმა ერევანმა შეინარჩუნა სტეფანაკერტი, მარტაკერტი და მთიანი ყარაბაღის ცალკეული უბნებნი, ხოლო ბაქომ კი 26 წლის შედეგად წარმატებული სამხედრო ოპერაციის ფონზე, დაიბრუნა ოკუპირებული 7-ივე რაიონი და მნიშვნელოვანი ტერიტორია უშუალოდ მთიან ყარაბაღში- ქალაქი შუშასა და ჰადრუტის ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები






