კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელმა ამერიკულმა ფარმაცეფტულმა კორპორაცია MODERNA-მ ოფიციალურად მიმართა აშშ-სა და ევროპის ჯანდაცვის უწყებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ექსტრემალური სიტუაციისა და აუცილებელი მდგომარეობის გათვალისწინების თანახმად, გასცენ ნებართვა ვაქცინის გამოყენებაზე. აღნიშნული განცხადება მწარმოებელმა კომპანიამ ვაქცინის სრული კვლევის მიღების შემდეგ გააკეთა, რომლის თანახმადაც MODERNA-ს პრეპარატმა 94.1 %-იანი ეფექტურობა გამოავლინა.
კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, ვაქცინამ აგრეთვე აჩვენა კორონავირუსის მძიმე შემთხვევათა 100 %-იანი პრევენცირება. სავარაუდოდ, მოდერნას ვაქცინა იქნება მეორე, რომელსაც გადაუდებელი და უცილებელი გამოყენების ნებართვის უფლება მიენიჭება.
„ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ვაქცინა მაღალი ეფექტის მქონეა, რომელსაც ვადასტურებთ ოფიციალური მონაცემებით. ჩვენ ველოდებით, რომ შევასრულებთ მნიშვნელოვან როლს ამ პანდემიის დასრულებაში. ეს იყო პირველად ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მივეცი თავს უფლება რომ მეტირა. “ - განაცხადა მოდერნას მთავარმა სამედიცინო ხელმძღვანელმა დოქტორმა ტალ ზაკსმა.
მასალის გამოყენების პირობები






