ეს შეზღუდვაა და არა აკრძალვა, შეუძლიათ დისტანციურად განახორციელონ და განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა - ფერაძე მეყვავილეების პროტესტზე
საზოგადოება - 15:09, 30 Nov, 2020     1185

დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე, მეყვავილეების აქციას გამოეხმაურა და განმარტა, რომ მათ შეუძლიათ დისტანციურად განაგრძონ საქმიანობა.

"საცალო-საბითუმო ვაჭრობა, როგორც იცით, მთავრობის დადგენილებით იქნა შეზღუდული, თუმცა მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს შეზღუდვაა და არა აკრძალვა. შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ დისტანციურად, ონლაინ განახორციელონ და განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, ზოგადად, მობილობის შესამცირებლად, მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით - თქვენ ადევნებთ ალბათ თვალს - არის შეზღუდული", - თქვა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე მეყვავილეებმა გზა გადაკეტეს და მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. როგორც მეყვავილეები ამბობენ, ისინი ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რის გამოც ხელისუფლებისგან ვაჭრობის გაგრძელების ნებართვას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42