"პოლიტიკური პროცესიც უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას, შეზღუდვების დაწესება ერთია, მისი აღსრულება - მეორე" - ამირან გამყრელიძე
COVID-19 - 13:15, 30 Nov, 2020     790
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ბათუმში მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ პანდემიის მართვას პოლიტიკური პროცესებიც უნდა ემორჩლებოდეს. მისი თქმით, დაწესებულს შეზღუდვებს ყველა უნდა დაემორჩილოს, რათა ვირუსის გავრცელება შეფერხდეს:

"დღეს ჩვენ, სულ ყველა, პოლიტიკური პროცესიც, უნდა ემორჩილებოდეს პანდემიის მართვას. სერიოზული პანდემიის წინაშეა მსოფლიო, სერიოზული ზრდა გვაქვს ქვეყანაში ინფიცირების, ამის შეჩერების რამდენიმე მიდგომა არსებობს. ერთ-ერთი არის შემზღუდველი ღონისძიებები, რაც ქვეყანამ დააწესა, მაგრამ დაწესება ერთია და მისი აღსრულება - მეორე.

თუ მას არ აღვასრულებთ და ჩვენ თვითონ არ გავითავისებთ, თითოეული ადამიანი, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც გვეუბებიან, ისე არაფერი გამოვა", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან აქციები პერმანენტულად იმართება, სადაც საზოგადოება ხელახალი არჩევნების გარდა შეზღუდვების დაწესების გამო შემოსავლის გარეშე დარჩენასაც აპროტესტებს.

პარალელურად, ბათუმში წუხელ ფიტნეს-დარბაზ Reformerfitness-ში სამართალდამცველები შევიდნენ, რასაც საზოგადოების მხირდან კიდევ ერთი აქციის გამართვა მოჰყვა.

დღეს კი სხვადასხვა ქალაქებში გარემოვაჭრეები მართავენ აქციებს, რომლებიც დაწესებულ შეზღუდვებსა და შემოსავლის გარეშე დარჩენას აპროტესებენ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42