ვითომ ხალხზე ფიქრობენ, არანაირ დახმარებას არ გვიწევენ - შემოსავლის გარეშე დარჩენილმა გარემოვაჭრეებმა რუსთავში გზა გადაკეტეს
საზოგადოება - 12:28, 30 Nov, 2020     799
ე.წ. სტამბოლის ბაზრის გარე მოვაჭრეებმა, რომლებიც დაწესებული შეზღუდვების გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რუსთავში ცენტრალური გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ვითარებაში გასარკვევად ადგილზე ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუაც მივიდა, თუმცა მან მოქალაქეების კითხვებს არ უპასუხა.

"გუშინ მოვიდნენ, ვითომ გაფრთხილებაო. გაფრთხილება კი არა, ტრაქტორს მოვიყვანთო, ფეხებზე გვკიდიხართო თქვენო, ვითომ მოსახლეობაზე ფიქრობენ და ხალხისთვის, არანაირ დახმარებას არ გვიწევენ. ადგილებზე დაჯდნენ, სკამებზე და აღარ უნდათ აღარაფერი. არჩევნების წინ სად იყვნენ? ხალხი მაშინ არ იხოცებოდა? თუ ხალხზე ფიქრობდნენ, მაშინ უნდა დაეკეტათ", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

გარემოვაჭრეების თქმით, მათ დახმარება გაზაფხულზეც ვერ მიიღეს.

"პენსიონერი ვარ, 78 წლის ქალი. ვმუშაობ, 150 ლარს ქირაში ვიხდი, 100 ლარით ნემსებს ვიკეთებ და არც მყოფნის საჭმელად. ჩემთვის ვზივარ ამ პატარა ინდმეწარმეებში და კაპიკებს ვაკეთებ. არც გაგვაფრთხილეს, ისე დაგვიკეტეს", - განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ხელისუფლება ან ვაჭრობის უფლებას არ მისცემს მათ, ა ფულად დახმარებას არ დაუნიშნავს, ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სურსათის გარდა ყველა სახის ვაჭრობა აიკრძალა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42