უკრაინული წარმომავლობის მილიონმა ამერიკელმა, კიევში ევრომაიდანზე ვანდალური თავდასხმა დაგმო და ხელისუფლებას იანუკოვიჩის ანგარიშების გაყინვა მოსთხოვა.
„ამერიკის უკრაინული კონგრესის კომიტეტი, ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს უკრაინული წარმოშობის მილიონზე მეტ ამერიკელს, გმობს კიევში ევრომაიდანზე ვანდალურ თავდასხმას მომიტინგეებზე, რომლებიც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირების სურვილს გამოთქვამდნენ“, - ციტატა უკრაინული დიასპორის მედიაპორტალ Vidia-ზე გამოქვეყნებული განცხადებიდან.
„დამატებით, აშშ-ს ხელისუფლებისგან ვითხოვთ, გადაუდებლად შემოიღოს ეკონომიკური სანქციები, მათ შორის აქტივების გაყინვა, და სავიზო შეზღუდვები იანუკოვიჩისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ. აშშ-მ უნდა დაგმოს რუსეთი იმპერიის აღდგენის უნამუსო მცდელობების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






