„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სამართალდამცველებს მოუწოდებს, "რეფორმერი ფიტნესის" ტერიტორია დატოვონ. მისი განცხადებით, ბინა მისი ნაქირავებია და პოლიციას არ აქვს უფლება, იქ იმყოფებოდეს:
„ეს არის ჩემი საცხოვრებელი სახლი, აქ ვცხოვრობ, შუადღისას გავაფორმე ზეპირი ხელშეკრულება, შემიძლია გაჩვენოთ. თუ რამე დავარღვიე, მითხარით , რა დავარღვიე, თუ მე არაფერი დამირღვევია და პრეტენზია რომელიმე შპს-სთან გაქვთ, მიბრძანდით, იპოვეთ იმ შპს-ს სათაო ოფისი და რაც გინდათ გააკეთეთ. ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ, მიბრძანდით“, - აცხადებს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, დღეს ბათუმის "რეფორმერი ფიტნესში" პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს მიზნით შევიდა.
შესვლის მიზეზი დაწესებული შეზღუდვების დარღვევაა, რომლის მიხედვითაც, ფიტნეს-ცენტრს ეკრძალებოდა მუშაობა. "გირჩის" ლიდერმა დაწესებულება ბინის სახელით დღეს იქირავა და მსურველებს მოუწოდა, სავარჯიშოდ მოსულიყვნენ.
ცენტრის ტერიტორიაზე დაწესებულების მხარდაჭერის მიზნით, სხადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილნი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც ერთი პირი დააკავა, თუმცა მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები






