ჯანდაცვის სამინისტრომ სასწრაფო დახმარების კოვიდინფიცირებული ექიმები ხელფასის გარეშე დატოვა
COVID-19 - 12:27, 29 Nov, 2020     5930
ტიკარაძის უწყებამ კოვიდინფიცირებული ექიმები ხელფასის გარეშე დატოვა. ეს მაშინ, როდესაც კოვიდ პანდემიის დროს, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სიპი, ბიუჯეტის ფულით, 9 ახალ ავტომობილს ყიდულობს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ექიმები, რომლებიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, კორონავირუსით ჯერ კიდევ სექტემბერ-ოქტომბრის თვეში დაინფიცირდნენ, კუთვნილი ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. იმავე მდგომარეობაში არიან სასწრაფო დახმარების ის ექიმებიც, რომლებსაც ცენტრის მოთხოვნით, თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწიათ, არადა თითოეული ოჯახის უკან უამრავი ვალდებულება და ბანკის ვალებია, თუმცა კითხვაზე პასუხი, თუ როდის ჩაირიცხება მათი კუთვნილი ხელფასი, არავის აქვს.

ამბის გასარკვევად ჯანდაცვის სამინისტროში დავრეკეთ. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, თაკო სარიშვილის თქმით, ცნობის წარდგენის შემდეგ, ყველა ექიმს ერიცხება ანაზღაურება, თუმცა საპირისპიროზე საუბრობენ თავად ექიმები, რომლებიც დიდ გაუგებრობაში არიან.

ჟურნალისტი: თაკო, დაზუსტება მინდა, კარანტინისა და კოვიდის გამო გაცდენილ საათებზე, მიუხედავად საბუთების წესრიგში ყოფნისა, რატომ არ აქვთ დარიცხული სასწრაფოს ექიმებს ხელფასი ( საუბარია რამდენიმე თვეზე) მათ შორის სექტემბრის თვის?

თაკო სარიშვილი: თუ თქვენ კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობთ, ძირითადად, როდესაც ცნობას წარადგენენ კარანტინში და იზოლაციაში ყოფნის, ამის შემდგომ უკვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რის საფუძველზეც, თვეში რამდენჯერმე ირიცხება ეს თანხა ანუ კონკრეტულად ის, რომ გამოვიდეს კარანტინიდან და მეორე დღეს თანხა აისახოს, ესე არ ხდება. რაც კი ჩევნთან ყოფილა წარმოდგენილი, რომ იზოლაციასა და კარანტინში ყოფილან ადამიანები ან მკურნალობის კურსს გადიოდნენ, არცერთი მათგანი არ დარჩენილა ანაზღაურების გარეშე. სამუშაო მოვალეობის არ შესრულება კოვიდის გამო ყველა შემთხვევაში ანაზღაურებულია ცენტრის მიერ.

ჟურნალისტი: ჩევენი წყაროს ინფორმციით, არსებობენ ადამიანები, რომელთაც, საბუთების წარდგენის მიუხედავად, არ მიუღიათ ანაზღაურება, არც მენეჯერებს აქვთ ინფორმცია, თუ როდის ჩაერიცხებათ ექიმებს კუთვნილი ხელფასები...

თაკო სარიშვილი: არა, ეგეთი შეფერხება არ მომხდარა, დავაზუსტე იმიტომ, რომ რეალურად ამ ადამიანებს ეკუთვნით და შესაბამისად, იღებენ ანაზღაურებას...

თავად ექიმები, სამსახურის დაკარგვის შიშით, ამ თემაზე ღიად საუბარს ერიდებიან, თუმცა, აცხადებენ, რომ ინფიცირებისა და გაცდენილი სამუშაო საათების ანაზღაურება არ მომხდარა:

მედიკოსი: არ ამიღია გაცდენილი სამუშაო საათების ხელფასი, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დავინფიცირდი. საუბარია ორი თვის წინანდელ გაცდენილ დროზე. ასეთ მდგომარეობაში მარტო მე არ ვარ, კიდევ რამდენიმე თანამშრომელი გვაყვს, რომელიც პაციენტისგან დაინფიცირდა. სახელმიფომ ანაზღაურების გარეშე დაგვტოვა...

მაშინ, როდესაც სახელმწიფო უწყებები, სავარაუდო კორუფციული მოტივაციით, ახალ-ახალ ავტომობილებს ყიდულობენ.. მაშინ, როდესაც ქვეყანაში 100 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებულია და ექიმებს საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ 24 საათში თითქმის 35 მისამართზე მისვლა, ჯანდაცვის სამინისტრო სწორედ ასეთ ადამიანებს, არა თუ ბონუსის, კუთვნილი ხელფასის გარეშე ტოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42