"ძმაკაცებმა შემომიდგით მხრებზე მძიმედ, მათრიეთ..." - პოეტი ნიკა კვესელავა გარდაიცვალა
საზოგადოება - 18:40, 28 Nov, 2020     7338

ქუთაისელი პოეტი ნიკა კვესელავაგუშინ , 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოეტი თბილისში, ერთ-ერთ თონეში მუშაობდა, მისი ცხედარი კლიენტმა დილით იპოვა.

წინასწარი ინფომაციით, გარდაცვალების 2 ვერსია გავრცელდა - ბუნებრივი აირის გაჟონვა და გულის შეტევა, გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

პოეტს მეგობრები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან. განსაკუთრებულად პოპულარულია მისი ერთ-ერთი ლექსი, რომელშიც პოეტი საკუთარი გარდაცვალებისა და დასაფლავების დღეზე საუბრობს:

წიე, ჩეწყარს რომ ჩაცდები, კითაბანის ბოგირთან,

იქ რომ შვიდი ცაცხვის ხეა, შედარებით მორჩილი,

მე რომ კიბო გამათავებს, ფეხმორყეულ ლოგინთან,

იმ ცაცხვისგან გამოთალეთ, ჩემი კუბო, გოჩინანქ.

წიე, სეფა გადაჭიმეთ სახლის გვერდით, ბიჭებმა,

ეზოს ხრეში მოაყარეთ, თუ იწვიმა ამინდმა,

შავი ლენტით მიამაგრეთ ჩემი ფოტო ფიჭვებთან,

დედა ჭასთან არ მიუშვათ, არ მოსცილდეს მამიდა.

წიე, მერე სამასიან ღვინოს თავი მოხადეთ,

მე და მამამ დავაყენეთ, შარშან ერთად დავწურეთ,

არაფერი არ გეტკინოთ, ჩემს მეორედ მოსვლამდე,

ეჰ, ბავშვებიც მომინათლე, ამასაც გთხოვ, კაცურად!

ექვსი დღე და ექვსი ღამე, გამითენეთ როგორმე,

ამის მერე არასოდეს აღარ გქონდეთ სათევი,

მღვდელი როცა წესს ამიგებს, დაუბარე გოგოებს,

ყურადღება მომაქციონ, არ ჩამეწვეს სანთელი.

წიე, გამოსვენებამდე, პლანს ეკიდოს ბუხარში,

არასოდეს დაივიწყო სიკვდილამდე რაც გთხოვე,

გული გაინთავისუფლეთ ,ცრემლის ორთქლში მომხარშეთ,

და სინათლე ოთახებში ანთებული დატოვეთ.

ძმაკაცებმა შემომიდგით მხრებზე მძიმედ, მათრიეთ

ყვავილები არ დაყაროთ, გზებზე ჩამოარიგეთ,

ჩემი მოსვლა თუ არ იყო ქვეყანაზე მარტივი,

უხმაუროდ გამატარეთ, წასვლაც რომ ვერ გაიგონ.

ორმოსთან რომ დამასვენებთ, სანამ ქვემოთ ჩამიშვებთ,

ყელზე ღილი შემიხსენით, შვილებს მოაფერეთ და,

წიე, სიო დამიტოვეთ, ერთი მუჭა, ბალიშთან,

სანამ ვინმე დაიწყებდეს სახურავის შეჭედვას.

ქვევით როცა სულშეხუთვით, მიწყნარდება ქვების ხმა,

წიე, მიწა შემინახავს, მადლიანი, აყალო,

მერე ალბათ ისაუბრებთ, „აუჰ,ბიჭო ერიჰა,

ღმერთმა სული გაუნათლოს, დაისვენა საწყალმა“

აივსება, დაიცლება, დოქები და ჭიქები,

მიაბამენ სათქმელს სათქმელს, მოგონებებს ამბავზე,

სანამ ყველა ერთიანად წახვალთ, გაიკრიფებით,

პოეზია ღვინოსავით გადმომასხით საფლავზე.

მერე წადით, მიმატოვეთ, ქარში, მზეში წვიმაში,

მომაკითხავს ბუ ერთხელაც მყუდროებას მომიტანს

და დავრჩებით ერთმანეთთან ერთმანეთის წინაშე,

წიე, ცაცხვებს ნუღარ მოჭრი კითაბანის ბოგირთან.

წყარო: megatv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42