აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 119 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ისინი რეგიონის სხვადასხვა კლინიკებში მკურნალობენ.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის გია კიკაბიძის განცხადებით, კლინიკაში 6 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.
"ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ით ინფიცირებული 202 პაციენტია მოთავსებული. აქედან 46 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ხოლო 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება, ისინი მართვით სუნთქვაზე არიან. 35 პაციენტი კი მუდმი რეჟიმში ღებულობს ჟანგბადს მაღალი წნევით, ამასთან განყოფილებაში მყოფი პაციენტებიც საყურადღებოა, მათ ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. აჭარაში გასული 24 საათში განმავლობაში 8 ადამიანი გარდაიცვალა: ერთი- ქობულეთში, 3 -ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და 4 -ბათუმის სამედიცინო ცენტრში",- განმარტა კიკაბიძემ.
ცნობისთვის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში 6500-ზე მეტი ინფიცირებულია, გასული 24 საათის განმავლობაში კი კოვიდ 19 -ით 8 პაციენტი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






