"კოშმარი გადარჩენისთვის. ეს არის ფაქტობრივი ეგზეკუცია" - როგორია კოვიდინფიცირებული გივი თარგამაძის მდგომარეობა
COVID-19 - 12:23, 28 Nov, 2020     2143

"ევროპული საქართველოს” წევრი გივი თარგამაძე, რომელიც კოვიდდადებითი პაციენტია სოციალურ ქსელში გამოვლენილი სიმპტომებისა და მკურნალობის შესახებ წერს.

მისი თქმით, კოვიდინფექციასთან ბრძოლა არის კოშმარი და სიცოცხლისთვის ბრძოლა.

"ნიუპოსტი" თარგამაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი გამოცდილება პნევმონიით დამძიმებული, 75%-თ დაზიანებული ფილტვით კოვიდიდან ცოცხლად გამოსვლის, დარჩენილი 25%-თ ამოქაჩვის შესახებ. მოპოვებულია ალადაშვილის სახელობის კლინიკის კოვიდცენტრში ექიმ ლევან ბესელიას ხელმძღვანელობით მისი გუნდის მიერ განხორციელებული.

მყისიერი აგრესიული გადარჩენის ოპერაციის მსვლელობისას: 1. სიპაპი, ანუ, კოშმარი გადარჩენისთვის. ეს არის ფაქტობრივი ეგზეკუცია, რომელიც გშველის ყველაზე ეფექტურად. ცხვირპირზე გადებენ ჟანგბადის ნიღაბს. მაგრამ, აქ მთავარია, ნიღაბი გედოს სრულად ჰერმეტულად, ჟანგბადი ცხვირამდე გზაზე არსაიდან იპარებოდეს და სრულად ხვდებოდეს ტრაქეაში. ამიტომ, კოსმონავტებს სკაფანდრის ჩაცმისას ფეხს რომ ახმარენ მოქაჩვისას, აი მასე გიფიქსირებენ ნიღაბს უკიდურესად მოქაჩული ელასტიური ბინტით, ცხვირი კეხზე ორად გეყოფა და იწყებს ტკივილის გენერირებას. ამ დროს უშვებენ ჟანგბადს ძალზედ მაღალ წნევაზე.

მთავარია, უცბათ მოახდინო სუნთქვის ჰარმონიზაცია, ჩამოეკიდო ჟანგბადის მოწოდების ტემპს და ოდნავ მაინც შეიმცირო სრული კოშმარის შეგრძნება. სიპაპი, როგორც წესი, 5-6 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ბოლო ორი საათი უბრალოდ ცოდვის ტირილია. გგონია, რომ ცხვირმა წაიღო მთელი სახე, სახემ – თავი და ეს ყველაფერი ერთად გტკივა ერთ გრძელ ვერცხლისფერ, დაჭიმულ, თვალში გარჭობილ სხივად. გტკივა თავზარდაცემით – ასეც შეიძლება თქმა. სიპაპიდან გამოსვლა ახალი წელია. აი ამ კოშმარის ყველა ჯერის შემდეგ ხვდები, რომ შენი ფილტვები მოძლიერდა და ამას სატურაციის დონეც გიდასტურებს. ამიტომაც, მორჩილად მიდიხარ შემდეგ დაკოშმარების ჯერზე.

2. მუცელზე წოლა. აუცილებელი პროცედურა, რომელიც, მთლად სიპაპი არაა, მაგრამ არცთუ მარტივი სატანჯველია. განსაკუთრებით, რასაკვირველია, სქელი ხალხისთვის. ისიც გრძელდება 5-6 საათი. მნიშვნელოვანია საწყის ბრუნზე კიდურების და კიდევ უფრო, სახის ისეთნაირად შეჩურთვა საპირისპირო ზედაპირში – ბალიში, ლოგინი ზოგადად – რომ გაგიქაჩოს გაუნძრევლად რაც შეიძლება დიდხანს.

ხშირი თავის წამოწევა, ან, ზოგადად, აქტიურობა იმის გასაგებად, რამდენი დრო დაგჩათპროცედურის დასრულებამდე, ამოგაგდებთ პირველი პოზიციიდან და მთელს მიმდინარეობას აუტანელს გახდის. ამიტომ, სჯობს, მორჩილად დაელოდოთ ექთნის ინფორმაციას, რომ დროა ზურგზე გადმობრუნების. აქაც განსაკუთრებით აუტანელია ბოლო ორი საათი. ჯერ წელი, შემდეგ ზურგი ზოგადად და განსაკუთრებით კისერი ზეტკივილებზე გადის. ზურგზე გადმობრუნება დიდი შვებაა მხოლოდ მანამ, სანამ გააცნობიერებ, რომ აი მოვიდა ისევ სიპაპი….

3.როდესაც სიპაპითავისას იზამს, იწყება შენი ჯერი თვითგადარჩენის პროცესში გადამწყვეტი ინიციატივის აღებისა – ბუშტებისბერვა.ყველა შენს მიერ გაბერილი ბუშტი შენს ჯანში მიდის ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამდენად, სენტენცია спасение утопающих дело рук самих утопающих აქ სრულადაა გამართლებული.

ეს უნდა გააცნობიერო და დაიწყო აკრეფვა. მიზანი დაისახო და მიაღწიო რამოდენიმე დღეში. მეცხრე დღეა დღეში 200 ბუშტს ვბერავ. ანუ, ხვალ უკვე მთელი დირიჟაბლი, ორი ათასი ბუშტი მექნება გაბერილი, რის გამომაჯანმრთელებელ ეფექტს მუდმივად ვგრძნომ საკუთარი ორგანიზმით. მოკლედ, პნევმონიით გართულებული კოვიდი ნამდვილი ურჩხულია. მასთან ბრძოლა არის მკაცრად სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა. ურჩხული ოდნავ მოდუნებასაც არ გაპატიებს, გადაგყლაპავს. ბრძოლის მთელს მიმდინარეობისას შენს თვალსაწიერში არის ცხედარი. დიაღ.

14 დღეში – 11. კარგი შედეგია, მინიმალური. კარგი, რადგან 5 – კიბო. დანარჩენები – თანხმლები დაავადებები. ქრონიკა. შანსი – 0. არადა გყავს თითქმის უშანსოები, რომლებიც გადარჩნენ. ხოდა, კარგი შედეგია. არ ტეხავს თქმა. მოსულა. და ისინი შენ მაინც გეხმარებიან. გაჩვენებენ, თუ ერთ წამს მოადუნე ბრძოლა, რა სისწრაფით სად აღმოჩნდები. თუ CO-თი მოწამვლა ერთგვარად თეთრ-ცისფერი ცივი ჯოჯოხეთია, კოვიდი – ცეცხლოვანია, ალისფერი, ღაჟღაჟა, ძალზე მკვეთრი, ღია სურათია სიცოცხლისთვის ბრძოლისა და ამიტომ, უნდა იბრძოლო მუდმივად, ყველა შესაძლებლობა გამოიყენო და დამხმარეებთან ერთად თავად გამოიბრძოლო შენი სიცოცხლის გადარჩენა. ჩემთვის ამის მტკიცება აღარ გინდათ. მე ვიცი, რომ ასეა. მე ვიცი”,- წერს თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42