ქვეყანაში "ლოქდაუნი" კიდევ ერთხელ ამოქმედდა. საზოგადოება მიუსხდება ტელევიზორს და , რა თქმა უნდა, სურს საყვარელი სერიალების ხილვა სატელევიზიო სივრცეში. შესაბამისად, ჩნდება კითხვა როდის განახლდება სერიალების – “ჩემი ცოლის დაქალების” და “თესეას” ჩვენება?
პროდიუსერი ირაკლი საღინაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის შეიძლება გაგრძელდეს სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღება. რაც შეეხება, “თესეას”, მას მაყურებელი, სავარაუდოდ, იანვარში იხილავს.
"ლოქდაუნის პირობებში ძალიან ძნელია სერიალების გადაღება. ახალ წლამდე, სანამ ეს რეგულაციები მოქმედებს, რთულია გადამღები ჯგუფის მუშაობა.
“თესეას” ბოლო სცენებია დარჩენილი. იმედი მაქვს, გადასაღებად ათი დღე ეყოფა. ჩავამთავრებთ. “თესეას” გადაღება ერთი ჯგუფით ხდება და შედარებით მსუბუქია. ვიღებთ ლოკაციების მიხედვით. ეთერში სავარაუდოდ იანვარში გავა.
“ჩემი ცოლის დაქალებს” სამი ჯგუფი იღებს და ფიზიკურად შეუძლებელია მისი ახლა გადაღება", - განაცხადა საღინაძემ "პრაიმამბებთან".

მასალის გამოყენების პირობები






