ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი ჯო ბაიდენმა ინაუგურაციის ცერემონიალზე ვაშინგტონში მიიწვია
მსოფლიო - 18:43, 27 Nov, 2020     2950

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ადგილობრივ ტელევიზიასთან, ბელსატთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დემოკრატების წარმომადგენელ ჯო ბაიდენს შეხვდება. აღნიშნული ინტერვიუს ტელეკომპანია თავის ოფიციალურYOUTUBE არხზე ავრცელებს.

ტიხანოვსკაიას თქმით, ჯო ბაიდენმა იგი ინაუგურაციის ცერემონიალზე მიიწვია ვაშინგტონში. „ჩვენ ვგეგმავთ შეხვედრას ჯო ბაიდენთან, ჩვენ უკვე გვაქვს მოწვევა ამ შეხვედრაზე“ - აცხადებს ტიხანოვსკაია.

26 ნოემბერს ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი მზადაა დაუპირისპირდეს რუსეთთან ერთად აშშ-ს ჰეგემონიას, რადგან მისი ქვეყანა არ მიესალმება და არც არასოდეს მიესალმება ერთპიროვნულ ბატონობას.

თავის მხრივ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ აგრეთვე განაცხადა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ახალი მთავრობა რუსეთთან დადებულ შეთანხმების პირობებს გადახედავს.

„ რაზეც არ უნდა შეთანხმდეს ლუკაშენკო, უნდა გვახსოვდეს, რომ მან ბელარუსი ხალხის მხარდაჭერა უკვე დაკარგა. ეს კი იმას გულისხმობს, რომ ჩვენ მის ყველა გარიგებას და შეთანხმებას გავაუქმებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთთან მეგობრულ და აგრეთვე პარტნიორულ ურთიერთობას, თუმცა ეს ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ვაჭრობის ხარჯძე ვერ მოხდება“ - აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42