არასდროს მყოლია ასეთი მაგარი გუნდი, ვირუსი მძიმედ მიმდინარეობდა - გივი თარგძამაძის ემოციური პოსტი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებისა და კლინიკაში გავლილი პერიოდის შესახებ წერს.
თარგამაძე აღნიშნავს, რომ კლინიკაში გატარებულ 14 დღიან მკურნალობის პერიოდში პროფესიონალების გუნდი ედგა გვერდით, რომელიც ძალიან დაეხმარა გადარჩენაში:
"დღეს, ჩემი კოვიდავადმყოფობის ოცდამეოთხე, საავადმყოფოში ყოფნის მეთოთხმეტე დღე-ღამეს დავტოვე კლინიკა. დიახ, ამ ხვრელშიც მოვხვდი, ცხრადღიანი ორმოცგრადუსიანი სიცხეების შემდგომ ვირუსი პნევმონიით გამირთულდა და ჩემი სიცოცხლის გადამრჩენების უკვე განუსაზღვრელ რიცხვს ერთიც მივუმატე. ერთიც, მაგრამ, ჭეშმარიტად, უმძიმესი და ძალზედ ძვირფასი. ისევ გამიმართლა - დასაწოლად გამზადებული მეორე დღის საღამოსაც ტყუილად ველოდი ვარიანტს - ადგილი კატეგორიულად არსად არ იყო, მე კი მძიმედ მივდიოდი ბოლოსკენ. უცბათ დამირეკა 112-ის ოჯახის ექიმმა ნინომ. მაგრად შეშფოთდა, სასწრაფო გამოვაგზავნეო და სულ ხაზზე იყავითო, ძალზედ მადლიერი ვარ მისიც და მის მიერ გამოგზავნილი სასწრაფოს ორი გულისხმიერი გოგონასი.
გარკვეული ლოდინის შემდეგ სასწრაფოს შეატყობინეს, რომ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში აი, ამწამს გაიხსნა კოვიდცენტრი, რომელშიც სულ მალე მოვხდი მესამე პაციენტად. იქ დამხვდა ექიმი ლევან ბესელია. უცბათ მითხრა - მენდე, გამომყევი ყველაფერში, გადაგარჩენო - შეასრულა კიდეც. სხვებთანაც შეასრულებს. კაცია, ნაღდი ექიმი, პროფესიონალი, საკუთარ საქმეში შეყვარებული, თითოეული პაციენტის სიცოცხლისთვის გააფთრებით მებრძოლი. გუნდიც ასეთი ჰყავს. სტაფი, რომელიც საკუთარი ნოუ-ჰაუთი შეინარჩუნა, არ ვიტყვი, როგორით, ესეც რომ არ ჩაუშალონ და ეს საოცარი ჰარმონია არ მოუშალონ მას - მის მარჯვენა ხელ ანიკოსა და 19-20 წლის საოცარი, მონდომებული, გულადი, ერთმანეთის დამხმარე, გამტანი, კონკურეტუნარიანი, გულისხმიერი, თბილი, თავდადებული გოგობიჭების უმაგრეს გუნდს შორის. გაითვალისწინეთ, ეს ხალხი, ლევანის თამადობით, მუშაობის პერიოდში, აი ახლა გადის კოვიდინფიცირებას.
კიდევ ერთხელ - მე ბევრჯერ გადამირჩა სიცოცხლე - CO-თიც ვიყავი გაგუდული, მაგრამ არასდროს მყოლია გადარჩენისას ასეთი მაგარი გუნდი დამხმარედ. თქვენ აწი მუდმივად ხართ ჩემს ცხოვრებაში მის გადამრჩენელებად. აუცილებლად გნახავთ კომბინეზონების გარეშე, თუმცა, ვფიქრობ, მათ მიღმა თითოეულ თქვენგანზე შექმნილი პირადი შეხედულება ზედმიწევნით სწორი მაქვს და თქვენი სახეებიც ამ შეხედულებას ზუსტად მოერგება, ჩემო ერთიანად კოვიდიანო კოვიდის წინააღმდეგ გააფთრებით მებძოლო უგუნდესო გუნდო: ლევან ბესელია, ექიმი, სულისჩამდგმელი. ანიკო. დემე. თათია. ბესო. ანტონი. მეკო. კახა. გიორგი. ნინი. ლაშა. თაკო. კოკი. ხატია. ოთო. ერეკლე. მარი. ზურა. მადლობა! მადლობა! მ ა დ ლ ო ბ ა ! ! !" - წერს თარგამაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა