ჩართავს თუ არა მთავრობა პანდემიასთან ბრძოლაში სამხედრო ექიმებს - რას ითხოვენ საექსპერტო წრეებში?
COVID-19 - 16:36, 27 Nov, 2020     1113
კლინიკების ასოციაცია პრემიერ-მინისტრ გახარიას მიმართავს და ითხოვს, სამოქმედო გეგმის წარმოდგენას, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში ეტაპობრივად უნდა გაიაროს, როგორც ჯანდაცვის სექტორმა, ისე მთავრობამ.

კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი ვილი პაჭკორია გამოდის ინიციატივით, კორონავირუსთან ბრძოლაში მთავრობამ საველე ჰოსპიტალები გახსნას და სამხედრო ექიმები კოვიდინფიცირებულების მკურნალობაში ჩართოს.

"მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, საქართველოს კლინიკებში, ამისათვის საჭირო გახლავთ, დავახმაროთ სამოქალაქო სამედიცინო სექტორს თავდაცვის სამინისტროში არსებული სამხედრო–სამედიცინო ძალები, უნდა გამოვიყენოთ სამხედრო საველე ჰოსპიტლები, ჯანდაცვის სამინისტროში გამოჩნდა მრავალი მანკიერი ხარვეზი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ დარტყმას აყენებს სისტემას, მანკიერება და ხარვეზი გამოჩნდება იქ, სადაც არის ნაკლები კვალიფიკაცია." - განაცხადა ვილი პაჭკორიამ.

კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა პრემიერის სახელზე ღია წერილიც გამოაქვეყნა, სადაც ასევე საველე ჰოსპიტალების გახსნაზე გააკეთა აქცენტი, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ საველე ჰოსპიტლების გაშლა და სამხედროების ჩართვა არ იგეგმება, ამის ნაცვლად პანდემიასთან ბრძოლაში სამედიცინო სექტორმა სასტუმროები ჩართო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42