ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
COVID-19 - 15:20, 27 Nov, 2020     1091

ქუთაისის ახლად არჩეულ მერს , იოსებ ხახალეიშვილს , კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას, იოსებ ხახალეიშვილი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

"მეგობრებო, მეც დამიდასტურდა კორონავირუსი და უკვე იზოლაციაში ვარ. ყველა ვთანხმდებით, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში გამოწვევა ახლა როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვისაც კორონავირუსია, რომლის გავრცელების მასშტაბები სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ დიდია. ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაც ვირუსის გავრცელებასთან ერთად იზრდება და მგონი, აღარ დარჩა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ კოვიდ 19 მითია.

ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა, შევაჩეროთ ინფექციის გავრცელება. ჩვენი, თითოეულის ვალდებულებაა, გავუფრთხილდეთ საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ჩვენს მოქალაქეებს.

მოგმართავთ თხოვნით, იყავით ფრთხილად, გაითვალისწინეთ ყველა მოწოდება, რაც ჩვენ სასიკეთოდ კეთდება, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენის წესები, ვატაროთ პირბადე, აუცილებლობის გარდა, მოვერიდოთ ქუჩაში გასვლას, არ მოვაწყოთ თავყრილობები, რადგან ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელია, კორონავირუსზე გამარჯვება შევძლოთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!"- წერს იოსებ ხახალეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42