საქართველო ახლა მაქსიმალურ ზღვარზეა და შეუძლებელია მეტს გაუძლოს მორალურად, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის კუთხით , ახალი წელი "სკაიპით" მივულოცოთ ერთმანეთს - კულუმბეგოვი
COVID-19 - 22:57, 26 Nov, 2020     1448

არასაჭირო აქტივობებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ახლა სადღესასწაულო დღეებია და სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს და ნათესავებს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, საქართველო ახლა მაქსიმალურ ზღვარზეა და შეუძლებელია მეტს გაუძლოს მორალურად, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის კუთხით.

მისი თქმით, არასაჭირო აქტივობებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ახლა სადღესასწაულო დღეებია და სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს და ნათესავებს.

კულუმბეგოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერიოზული რისკია, რომ შეზღუდვები რამდენიმე დღით 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მოიხსნას.

„როდესაც სამმილიონნახევრიან ქვეყანაში არის ყველაზე მეტი გავრცელება დაავდების გავრცელების, 1000-ზე მეტი ადამიანი უკვე გარდაგვეცვალა და ყოველდღე გარდაცვალების მაჩვენებელი 30-40-ს შორისაა, ეს არის ამ ქვეყნისთვის მაქსიმალური ზღვარი, როცა შეუძლებელია მეტი ჩვენმა ქვეყანამ მორალურად, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის კუთხით გაუძლოს. მე მეტ შესაძლებლობას ქვეყანაში ვერ ვხედავ. ღმერთმაც ქნას ამ შეზღუდვებმა გაამართლოს. მოსახლეობამ უნდა ვირწმუნოთ, რომ ეს არ არის საკმარისი, არასაჭირო აქტივობებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ახლა სადღესასწაულო დღეებია და სახლიდან, „სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს და ნათესავებს. შესაბამისად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შემზღუდავი ღონისძიებები იყოს უფრო მეტად ეფექტური და 2-4 კვირაში 2000-2500 შემთხვევაზე ჩამოვიდეთ. ესეც სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამას გაწვდება ჯანდაცვის სისტემა. მე მეგონა ამასაც ვერ გაუმკლავდებოდა ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ ტრაგედია არ არის. ვაივაგლახით ვუმკლავდებით ჩვენ ექიმები და ჯანდაცვის სისტემა ამას. ამაზე იყო ბიზნესსექტორთან შეხვედრაზე საუბარი. ჯერ ადამიანებს არ უნდა ჩავაშხამოთ ახალი წლის დღეები და მეორეც, მთელი თვის გაყიდვების 50% ამ დღეებზე მოდის. ამ ტიპის შეზღუდვები მსოფლიომ არ იცის, კი იქნება კონტექსტიდან ამოვარდნილი, მაგრამ გვესმის, რომ ესეც მოცემულობაა. ალბათ, შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, მაგრამ არის ესეც კომპენსაცია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან, დამსაქმებელმა ხელფასი მისცენ. კომპრომისია სერიოზული, ბეწვის ხიდი, რომელზეც ვსაუბრობთ, რომ საზოგადოება არ დაზარალდეს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა გადაცემა “360 გრადუსში“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42