ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ არის შემთხვევები, როცა პაციენტები მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან ჰოსპტალში განთავსებულნი, რადგან მათ არ სჭირდებათ კლინიკური ყურადღება.
ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პატიენტების გარკვეულ ნაწილს საავადმყოფოების ხედები არ მოსწონთ.
"ჩნდება სხვადასხვა მოთხოვნა, მაგალითად არის ორი ან სამი ოჯახის წევრი და მათ აუცილებლად უნდათ რომელიმე კონკრეტულ საავადმყოფოში, კონკრეტული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, არის შემთხვევები, როდესაც ვიღაცას ხედი მოსწონს, ან არ მოსწონს და შესაბამისად ხედიც შესარჩევია. ამითი არ ვუარყოფ იმას, რომ შეიძლება კრიტიკული პაციენტის დაყოვნებაც ხდება, ამ პრობლემას არ გავურბივარ, მაგრამ ასევე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირია ის შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან იქ განთავსებული, ამიტომ ისინი არ საჭიროებენ სხვა კლინიკურ ყურადღებას." – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი
მასალის გამოყენების პირობები






