პუტინის "მეგობარი" ქალი, რომელიც 100 მლნ. $ აქციებს ფლობს და მის ქალიშვილს ზრდის - რუსული მედია
მსოფლიო - 18:05, 25 Nov, 2020     6120

რუსული მედია მოქალაქე სვეტლანა კრივონოგიხის ფინასური მდგომარეობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა აქტივებმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის იგი ფლობს ბანკ “Россия”-ას აქციების 2,8 პროცენტს და ყოველწლიური შემოსავალი 800 მილიონ რუბლს შეადგენს.

მედიის ინფორმაციით, სვეტლანა პუტინის "მეგობარია" და მისგან 17 წლის ქალიშვილი, სვეტლანა ჰყავს.

გამოცემა "Проект"-ის ინფორმაციით, სვეტლანა 1975 წელს დაიბადა პეტერბურგში, ხოლო პუტინი 1990-იან წლებში გაიცნო, როდესაც პუტინი მაღალ თანამდებობებზე ჯერ არ მუშაობდა.

ამის დასადასტურებლად საინფორმაციო სააგენტო Insider-ი აცხადებს, რომ 1999 წლის 4 იანვარს თვითმფრინავში პუტინთან (იგი იმ დროს ФСБ-ს დირექტორი იყო) ერთად იმყოფებოდნენ მისი მეგობარი და თანაგუნდელი ვიქტორ ზოლოტოვი ("ნაცგვარდიის" მომავალი მეთაური), ხოლო წინა სავარძელში კი სვეტლანა კრივონოგიხი.

2000 წელს სვეტლანამ უნივერსიტეტი დაამთავრა და თითქმის მაშინვე გახდა რამდენიმე მსხვილი რუსული კომპანიის აქციონერი. ამჟამად იგი ბანკ “России”-ს აქციების გარდა გლობს სამთოსათხილამურო კურორტ «Игор»-ას აქციებს, სადაც 7 წლის წინ კატერინა პუტინას და მისი მეუღლის კირილ შამალოვის ქორწილი გაიმართა და "Ленинград центр"-ს რომელიც პეტერბურგის "ტავრიდის ბაღში" მდებარეობს. ეს დაწესებულება იმითაც არის ცნობილი, რომ მაში ღია სტრიპტოზ-შოუები იმართება. იგი ცხოვრობს პრესტიჟულ უბანში "კამენნი" კუნძულზე, პუტინის უახლოესი გარემოცვის მეზობლად.

2003 წელს სვეტლანას გაუჩნდა ქალიშვილი ელიზავეტა. იგი დედის გვარს ატარებს, მის საბუთებში მამის შესხებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა, მამის სახელი - ვლადიმირია. ეთიკური მოსაზრებების გამო, მედია ელიზავეტას სახეს არ აქვეყნებს, თუმცა აცხადებს, რომ "ბრედფორდის უნივერსიტეტის" მიერ ჩატარებული სახის ანალიზის შედეგად მისი მსგავსება პუტინთან 70%-ს აღემატება.

ელიზავეაღსანიშნავია, რომ ელიზავეტას შესახებ დასმულ შეკითხვაზე პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "მის შესახებ პირველად ესმის".

ფოტო: ელიზავეტა ვლადიმირის ასული კრივონოგიხი

ფოტო: სვეტლანა კრივონოგიხი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42