20 წლის ჩრდილოკორეელი ტანმოვარჯიშე ორი კორეის გამყოფ დემილიტარიზებული ზონის 3 მეტრიან ღობეს გადაახტა და სამხრეთ კორეაში გაიქცა.
დემილიტარიზებული ზონა კორეის ნახევარკუნძულის მთელს სიგანეზეა გადაჭიმული. მისი სიგანე 4 კილომეტრია და ტერიტორია დანაღმულია. აქ ეკლიანი მავთულხლართებიცაა და ადგილზე ორივე კორეის სამხედროები პატრულირებენ.
ტანმოვარჯიშე ტერიტორიაზე პირველად 2 ნოემბერს შენიშნეს. ერთი დღის შემდეგ კი ის სამხრეთით მდებარე მავთულხლართების გალავანზე დააფიქსირეს. პოლიციამ ის დააკავა.
უსაფრთხოების ძალებმა დაკავებული მამაკაცი ღობეზე ორჯერ გადაახტუნეს, რადგან მის სიმართლეში დარწმუნებულიყვნენ.
მომხდარმა სამხრეთ კორეის სამხედრო უსაფრთხოების კრიტიკა გამოიწვია. სამხედროები ცდილობენ დაადგინონ, როგორ შეძლო მამაკაცმა 3-მეტრიანი ღობის გადალახვა ისე, რომ სიგნალიზაცია არ ჩაირთო.
მასალის გამოყენების პირობები






