ამირან გამყრელიძე - პიკში შევედით და აღმასვლა გაგრძელდება
COVID-19 - 16:01, 25 Nov, 2020     1178
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი გამოვლენილზე ორჯერ მეტია, თუმცა, საბედნიეროდ ინფიცირებულთა ეს ნაწილი უსიმპტომოა, ან მათთან დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს - განცხადება რამდენიმე წუთის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.


გამყრელიძის თქმით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკში შევიდა და სწორედ ახლა მნიშვნელოვანია ზომების უფრო გამკაცრება და შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოება.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვმერყეობთ 3 000-დან 4 000-მდე. გვქონდა 4 000-ზე ოდნავ მეტიც. დღეს გვაქვს 3 071, გუშინაც 3 000-ზე ცოტა მეტი იყო. თუ სადღესასწაულო დღეებში და შაბათ-კვირას ჩვენ გვივარდება ხოლმე ტესტირების მაჩვენებელი, რადგან ნაკლები ადამიანი მიდის გამოსაკვლევად, გუშინ, 24 საათში ტესტირების ჩვეულებრივი ყოველდღიური მაჩვენებელი გვქონდა – 10 031 „პისიარი“ იყო გაკეთებული და 3 783 ანტიგენ ტესტი ქვეყანაში.

აქედან დაახლოებით 2 232 იყო „პისიარ“ დადებითი და სადღაც 839 ანტიგენ დდებითი. ვმერყეობთ ამ ფარგლებში და ჩვენ უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ გარკვეულად პიკში შევედით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის, რაც დასტურდება ლაბორატირულად. ადამიანებიდან, ვინც მიდიან გამოსაკვლევად, მათ შორის ყველაზე მეტი არის სიმპტომებიანი, სადღაც 70-75 პროცენტი, შემდეგ კონტაქტები, სამედიცინო პერსონალი, საერთო დადებითების 5-6 პროცენტის ფარგლებში. სიეტლში ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასებების ინსტიტუტის მონაცემების და პროგნოზირების ციფრების მიხედვით, ჩვენ ამ ეტაპზე ვავლენთ დაახლოებით 40-დან 50 პროცენტამდე ინფიცირებულს.

ანუ, არიან სხვა ადამიანები, ვისაც აქვთ. არა დადასტურებული, არამედ ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი ორჯერ მეტია, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ხალხი არის ძირითადად მსუბუქი სიმპტომების ან საერთოდ უსიმპტომო. ანუ ჩვენ პიკში შევედით და აღმასვლა გაგრძელდება, თუ არ მივიღეთ გარკვეული გამკაცრებული ზომები, თუ არ გავაფართოვეთ და უფრო არ გავამკაცრეთ ზომები.

მაგრამ, არა მარტო გამკაცრება, ერთი მხრივ უნდა იყოს ღონისძიებების გამკაცრება, ტესტირების მეტი ხელმისავწდომობა, მეტი მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები, ვფიქრობ, ხვალ გამოცხადდება. ახლაც სერიოზული განსჯა იყო საკოორდინაციო საბჭოზე, როგორი, რანაირი მიდგომით იყოს ეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკურ სფეროს და ადამიანის შემოსავლებს, ანუ დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ ერთი მხრივ, წინ აღვუდგეთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და უფრო მაღალ მაჩვენებლებზე ასვლას, ასე ვთქვათ, ვამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება, მეორე მხრივ რაც შეიძლება მინიმალურ ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. ვფიქრობ, ხვალ მოხდება გადაწყვეტილებების დეკლარირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42