"დექსამეტაზონის თუ ნებისმიერი სხვა სტეროიდის გამოყენება, იმ პაციენტებში, რომელთაც არ სჭირდებათ ჟანგბადი - არის ძალიან დიდი შეცდომა", - ამის სეახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ეკა კვესიტაძის "ღამის მთავარში" საუბრობს.
"კვლევა, რომელიც დექსამეტაზონზე გაკეთდა აჩვენა, რომ სარგებლიანობა, რაც ამ პრეპარატმა მოიტანა ნანახი იქნა მხოლოდ იმ პაციენტებში, ვინც ჟანგბადდამოკიდებული იყო. მეორე და მთავარი - იგივე შედეგი, იმ პაციენტებში ვინც მსუბუქად იყო, ნანახი ვერ იქნა, ანუ ის ვინც ჟანგბადს არ მოიხმარდა." - ამბობს ნანა გეგეჭკორი და აქვე განმარტავს, რომ ზუსტად ასეთი რეკომენდაცია აქვს მსოფლიო ჯაბდაცვის ორგანიზაციასაც.
ნანა გეგეჭკორისვე განმარტებით, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შეიძლება დექსამეტაზონის ან ძლიერი სტეროიდის გამოყენება, ხდება მაშინ, თუკი ექიმი პაციენტს უყურებს და ხვდება, რომ ის დამძიმდება და მაინც საჭირო გახდება პაციენტის ჟანგბადზე გადაყვანა, ანუ ექიმის კლინიკური განსჯის უნარი გამოიყენება ასეთ დროს (clinical judgement).
მასალის გამოყენების პირობები






