OXFORD-ის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის ვაქცინა ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი საშუალო და დაბალშემოსავლიანი განვითარებადი ქვეყნებისათვის- ამის შესახებ ინფორმაციას GUARDIAN-ი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული ვაქცინის ცდების მესამე ფაზაზე მუშაობა დასრულდა, ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით ღარიბი ქვეყნების უზრუნველყოფის პროგრამა და კონკრეტული გეგმები უკვე არსებობს.
AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინა Pfizer-ის ნაწარმისგან იმით განსხვავდება, რომ არ გააჩნია ულტრა-ცივ გარემოში შენახვის აუცილებელი მოთხოვნები. მისი შენახვა 6 თვის ვადით შესაძლებელია ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურულ გარემოში. აღნიშნული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო საშუალება აგრეთვე გამოირჩევა იმითაც, რომ მას Pfizer-ის ვაქცინისგან განსხვავებით ძალზე დაბალი ფასი აქვს- ერთეული დოზის ფასი მხოლოდ 3 $-ს შეადგენს, ხოლო მისი კონკრუენტის საწყისი ღირებულება 20-იდან 37 $-მდე მერყეობს.
მასალის გამოყენების პირობები






