ფლორიდაში მცხოვრებმა ამერიკელმა მამაკაცმა თავისი ძაღლი, რომელიც ალიგატორს წყლის ქვეშ ჩათრეული ჰყავდა და მის შეჭმას ცდილობდა, გადაარჩინა. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო YOUTUBE-ზე გავრცელდა, რომლის შესახებაც სტატიას GUARDIAN-ი აქვეყნებს. კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს მამაკაცი წყლის ქვეშ მყოფი ნიანგის ყბებიდან გაათავისუფლოს ძაღლის პატარა ლეკვი.
74 წლის რიჩარდ ვილბენკსი თავის ძაღლს ასეირნებდა- მან დაგუბებულ-დაჭაობებულ ტბორთან ჩაიარა, რა დროსაც ალიგატორი ამოვიდა წყლიდან და მისი ძაღლი გაიტაცა. „ იგი რაკეტასავით ამოძვრა წყლიდან. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ალიგატორი ესეთი სწრაფი შეიძლება ყოფილიყო, თუმცა იგი სწრაფი აღმოჩნდა“ - განაცხადა ვილბენსკმა.
ფლორიდის ველური ბუნების ფედერაციის მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე დამონტაჟებული იყო კამერები, რომელმაც დააფიქსირა ვილბენკსისა და ალიგატორის ორთაბრძოლა. ვილბენკსი ალიგატორთან ბრძოლის მომენტში სიგარას ეწეოდა და არც კი უფიქრია მისი გადაგდება. მამაკაცის განცხადებით, იგი ისეთ ადრენალინს გრძნობდა, რომ მხოლოდ თავისი ძაღლის გადარჩენაზე ფიქრობდა და სხვა რამეზე არც კი უფიქრია. მოხუცმა ქვეწარმავალს მთელი ძალით იმდენჯერ ურტყა თავში, რომ საბოლოოდ მოუწია ჩაჭიდებულ ძაღლისგან ყბები გაეთავისუფლებინა.
გავრცელეუბლი ინფორმაციით, ძაღლს მცირე ჭრილობა აღენიშნებოდა მუცლის არეში, თუმცა ეს სასიკვდილო არ ყოფილა და იგი საბოლოოდ გარდაუვალი სიკვდილისგან პატრონის გაბედულობამ და სიმარჯვემ იხსნა.
მასალის გამოყენების პირობები






