უგანდის პოლიციის სპიკერის განცხადებით, სულ მცირე 45 ადამიანი იქნა მოკლული საპროტესტო აქციების დროს კამპალასა და ქვეყნის სხვა მხარეში. პროტესტი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სამართალდამცავებმა ცნობილი შოუ ბიზნესის ვარსკვლავი, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად იქნა დასახელებული, კოვიდ 19-ის რეგულაციების დარღვევის გამო წინასაარჩევნო მიტინგის გამართვისას დააკავეს.
მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ბობი ვაინის დაკავების შესახებ, საპროტესტო მიტინგებმა ქუჩებში გადაინაცვლა, რასაც პოლიტიასთან და სამხედროებთან შეტაკება მოჰყვა.
თვითმხილველებმა CNN-ის ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პოლიციელებმა, სამხედროებმა და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა შეიარაღებულმა პირებმა მსხვილკალიბრიანი ლეტალური ტყვიების გამოყენებით დაიწყეს სროლა მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, რათა პროტესთი ჩაეხშოთ და დაეშოშმინებინათ. სოციალურ ქსელში გავრცელდა უამრავი ვიდეო, რომელიც ასახავს აქციის დარბევის მომენტებს.
მასალის გამოყენების პირობები






