ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენისათვის ხელისუფლების გადაბარების პროცედურის დაწყებას ოფიციალურად დათანხმდა. მისი თქმით, ფედერალურმა სააგენტომ და გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ, რომლის მთავარ მოვალეობას ამჟამად ხელისუფლების გადაცემის პროცესისთვის დაკვირვება-მეთვალყურეობის გაწევაა, უნდა გააკეთოს ყველაფერი რაც საჭირო და აუცილებელია.
„ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვაძლევ სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ემილი მერფისა და მის გუნდს, გააკეთონ ყველაფერი რაც საჭიროა. ანალოგიურ რეკომენდაციასა და მითითებას ვაძლევ აგრეთვე ჩემს გუნდს“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აღნიშულ ფაქტს გამოეხმაურნენ აგრეთვე დემოკრატები და დადებითად შეაფასეს ტრამპის ნაბიჯი. შეგახსენებთ, რომ გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ ოფიციალურად გამოაცხადა ჯო ბაიდენი, როგორც გამარჯვებული საპრეზიდენტო არჩევნებში.
მასალის გამოყენების პირობები






